LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორშაბათს, კოვიდსაბჭოს ფორმატში ვიმსჯელებთ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს, სამედიცინო სექტორი გადატვირთულია – ჯანდაცვის მინისტრი

63
ეკატერინე 44

აღდგომის დღესასწაულზე რადიკალური, კატეგორიული შეზღუდვები არ იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, დაწესდება თუ არა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დამატებითი შეზღუდვები, საბჭო ორშაბათს იმსჯელებს.

„ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ვინაიდან ჩვენ ვიმყოფებით ახლა ისეთ სტადიაზე, როდესაც ველოდებით მესამე ტალღის პიკურ მაჩვენებელს.

მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმისთვის, რომ ეპიდსიტუაცია უკეთესად ვმართოთ ლოკალურ დონეზე და საბჭო ამასთან დაკავშირებით იმსჯელებს ორშაბათს, კოვიდსაბჭოს ფორმატში, რომელიც პრემიერის დაქვემდებარებაშია”. – განაცხადა ტიკარაძემ.

ეკლესიის მხარდაჭერა იქნება ძალიან აქტიური და დარწმუნებული ვართ, რადიკალური შეზღუდვების დაწესება არ გახდება საჭირო: მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ორშაბათიდან კლინიკებში დამატებით 6000 საწოლი იქნება. როგორც ტიკარაძე აცხადებს, დღეის მდგომარეობით 5500 საწოლია მობილიზებული.

რაც შეეხება ტესტების რაოდენობას, მინისტრის მტკიცებით, ქვეყანაში როგორც PCR-ის, ასევე სწრაფი ტესტების მარაგები არის.

საქართველოში ანტიგენბაზირებული ტესტების დეფიციტია, სულ 25 ათასი გვაქვს დარჩენილი – კალოიანი

„27 აპრილს ველოდებით კორეიდან დამატებით ტვირთს სწრაფ ტესტებთან მიმართებაში. თავდაპირველად ჩამოვა 1 მილიონის ოდენობის ტესტი, ხოლო შემდეგი ტვირთი ჩამოვა უახლოეს მომავალში ნახევარი მილიონის ოდენობით. დღეს ქვეყანაში არის 400 ათასი PCR ტესტი, რომელიც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ტესტირების ის მოცულობა, რომელსაც დღესდღეობით დაავადებათა კონტროლის ცენტრი ატარებს, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სრულად იყვნენ ჩვენი მოქალაქეები უზრუნველყოფილი“. – განაცხადა ტიკარაძემ და დასძინა, რომ სამედიცინო სექტორი გადატვირთულია.

ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, მოსალოდნელია საკმაოდ მძიმე კვირები: ვახტანგ კალოიანი

„საფრთხეები არსებობს საკმაოდ დიდი. მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო სექტორი გადატვირთულია და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა ზღვარზე მუშაობენ ჩვენი ექიმები უკვე წელიწადზე მეტია. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია მათი რესურსის გაფრთხილება. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს საწოლფონდის სრული მობილიზება, რომ ჩვენ გვქონდეს იმ საწოლფონდის სრული ოდენობა, რომელიც გვქონდა მეორე ტალღის პიკურ მაჩვენებელში.

ასევე მიმდინარეობს როგორც ჟანგბადის მოცულობების სრული მობილიზაცია, ასევე მედიკამენტების. სექტორში ამ მხრივ სრული მზაობაა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ იმის ჩანაცვლება და გადატვირთვა, რაც ჩვენს ექიმებს დღესდღეობით აქვთ, სახელმწიფოს ძალიან გაუჭირდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ორშაბათს დაგეგმილი ვაქცინაციის საბჭოს ფორმატში სპეციალისტები იმ ჯგუფებთან მიმართებაში იმსჯელებენ, ვინც პროცესში ჩაერთვება.

„ჩვენ მივყვებით იმ კალენდარს, რომელიც დამტკიცებული და შეთანხმებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. ორშაბათს ვაქცინაციის საბჭო დამატებით შეიკრიბება და იმსჯელებს იმ ჯგუფებთან მიმართებაში, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან. – განაცხადა ტიკარაძემ.

იგეგმება თუ არა 18 წელს ზევით მოქალაქეების „სინოფარმით“ აცრა – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება