“გუშინ მედპერსონალს გამოკვლევა ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია”, – ამის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა ბათუმში: კონტაქტებს ბათუმსა და ქობულეთში იკვლევენ
მისი თქით, ამ ეტაპზე კლინიკაში 66 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან 52 კორონავირუსითაა ინფიცირებული. რატიანმა აღნიშნა, რომ 6 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
“კლინიკაში 66 პაციენტია, 52 არის დადასტურებული შემთხვევა. ველოდებით კვლევის პასუხებს. გუშინ მედპერსონალს გამოკვლევა ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია. ჩვენი პაციენტებიდან 6 არის რეანიმაციაში. აქედან, 3 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, 3 პონტანურ სუნთქვაზე. 2 ქლბატონია. ერთი გახლავთ 62 წლის, მისი მდგომარეობა სტაბილურია, ისევე როგორც 80 წლის ქალბატონის. გუშინ გითხარით, რომ გყვავდა მძიმე პაციენტი და მიმაჩნია, რომ მისი მდგომარეობაც სტაბილურია”, – აცხადებს რატიანი.
ლევან რატიანმა ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან, ყველაზე კარგად თავს ორსულები გრძნობენ.
“რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია. არც ერთთან უარყოფითი მდგომარეობა არ ფიქსირდება. ორსულების მდგომარეობა კუ ყველაზე კარგია. არავითრი გართულება არ გამოვლენილა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. რაც შეეხება 13 წლის ბიჭუნას. მისი მდგომარეობაც ძალიან კარგია და არანაირი გართულება არ აქვს”, – აცხადებს ის.
რატიანის თქმით, ახალი მიღებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
კორონავირუსთან ბრძოლაში მთავარი იმუნიტეტი არაა – ალექსანდრე გოგინავა