LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა იმნაძე: მომხრე ვარ, არავაქცინირებულ ადამიანებს გართობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდოთ

103
პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ის მომხრეა, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის ვაქცინაცია  სავალდებულო იყოს.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, ის ასევე მომხრეა, რომ არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე აუცრელ ადამიანებს წვდომა შეეზღუდოთ. მისი თქმით, ამ რეგულაციის შემოღებისთვის საჭიროა ვაქცინირებულთა რიცხვი უფრო მეტად გაიზარდოს.

„ჩემი პირადი მოსაზრებაა და ვარ მომხრე იმისთვის, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის ეს იყოს სავალდებულო, ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან ასე იქცევა აშშ, ევროპის უამრავი ქვეყანა, სადაც სეგმენტურად, გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის, ძირითადად, პროფესიული ნიშნით, აცრები სავალდებულოა.

გარდა ამისა, მომხრე ვარ, რომ იყოს გარკვეულ ადგილებში, არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იმ ადამიანებისთვის, ვინც არ იცრება. საუბარია იმაზე, რომ ვინ წარმოადგენს საფრთხეს როგორც საკუთარი თავისათვის, პირველ რიგში, ასევე საზოგადოებისთვის.

ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს თავის თავისთვის და საზოგადოებისთვის, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული შეზღუდვა გარკვეულ ღონისძიებებზე, ძირითადად, გართობის ღონისძიებებზე.

საკითხი დიდი ხანია დგას, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ ეს არ შეიძლება შეეხოს მოსახლეობის მხოლოდ ნაწილს. აქედან გამომდინარე, როცა ჩვენ მესამედი გვაქვს მოსახლეობის აცრილი, საჭიროა, რომ ამ მესამედს გადავცდეთ კარგად, რომ შეუძლებელი იყოს ამ ღონისძიებების შემოტანა,“- განაცხადა პაატა იმნაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

შეგახსნებთ, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანაში 6 203 ადამიანი აიცრა, რაც შეეხება კოვიდ სტატისტიკას, დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში დაინფიცირდა 5739, გარდაიცვალა კიდევ 36 პირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები