LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის დამარცხებაზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ვილაპარაკოთ – ცერცვაძე

164
BeFunky-collage (12)

საქართველო შეზღუდვების მოხსნის მესამე ეტაპზე გადავიდა, თუმცა ეპიდემიოლოგიური სურათის დამძიმების თავიდან ასაცილებლად, სოციალური დისტანცირება და პირადი დაცვის საშუალებები ძალაში რჩება.

კორონავირუსი ამ დრომდე შეუსწავლელია,შეიძლება ნებისმიერ დროს შემოგვიბრუნდეს – ბიძინა კულუმბეგოვი

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ ის დიდი წარმატება, რომელიც ჯერჯერობით, ჩვენს ქვეყანაშია მიღწეული, მხოლოდ პირველი ეტაპია.

„ჩვენ სერიოზულ წარმატებაზე და პანდემიის დამარცხებაზე შეიძლება ვილაპარაკოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც დღეს არსებულ ტენდენციას შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც შევინარჩუნებთ. ამის შემდეგ შეგვიძლია წელში გავიმართოთ და ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე პანდემიის პირველ ტალღას გავუმკლავდით, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ მოსახლეობა შეზღუდვების მოხსნას ნუ განიხილავს ისე, როგორც ყველაფრის უფლების თავისუფლებას“, – აღნიშნა “პირველი არხის” ეთერში თენგიზ ცერცვაძემ.

“ქართველებს აქვთ ერთი დამახასიათებელი ჩვევა, იციან თავდადება როდის არის საჭირო, ამის გამოძახილია დღევანდელი სიტუაცია” – კახა იშხნელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g