LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის პერიოდში, დაუცველი კომპანია შესაძლოა ჩინეთმა ჩიაგდოს ხელში – ევროკომისარი

96
download

„აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ არსებობს რეალური რისკი, დაუცველი და მოწყვლადი კომპანიები ჩინეთმა ჩიაგდოს ხელში“, – ამის შესახებ ევროკომისარმა კონკურენციის საკითხებში მარგარეტ ვესტაგერმა Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. აღნიშნულის შესახებ კი Reuters იუწყება.

მარგარეტ ვესტაგერი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, კომპანიებში წილი უნდა შეისყიდონ, რათა პანდემიის პერიოდში, ჩინეთმა ყველაფერი ხელში არ ჩაიგდოს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში უკვე მუშაობენ იმ ზომებზე, რომლებიც საშუალებას მისცეს ევროკავშირის ქვეყნებს, არასათანადო კონკურენციის პირობებში, გარკვეული კომპანიები დაიცვან და მათი წილი შეისყიდონ.

იაპონიის მთავრობა კომპანიებს ჩინეთის დატოვების სანაცვლოდ ფინანსურ დახმარებას გაუწევს

იაპონიის მთავრობა ფინანსურად დაეხმარება იმ კომპანიებს, რომლებიც თავის წარმოებას ჩინეთიდან გაიტანენ

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ბაზრის დატოვება უკვე დაიწყეს მსხვილმა საერთაშორისო კოპანიებმა. ქვეყანაში არსებული შიდაკონკურენციის ფონზე ,,სამსუნგმა” ჩინეთში მობილური ტელეფონების მწარმოებელი ბოლო ქარხანა დახურა, რომელიც ყოველწლიურად  63 მილიონ მობილურ ტელეფონს აწარმოებდა. სახრეთკორეულმა გიგანტმა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ტოპ-კომპანიაა სმარტფონების წარმოების კუთხით, სხვა მრავალი კომპანიის მსგავსად წარმოების სხვა ქვეყანაში გადატანის გადაწყვეტილება არსებული ეკონომიკური შენელების და მუშახელის გაძვირების ფონზე მიიღო. კომპანიამ ბოლო წლებში გააფართოვა სმარტფონების წარმოება ისეთ ქვეყნებში, სადაც ეს ჩინეთზე იაფი ჯდება, მაგალითად ინდოეთსა და ვიეტნამში.

,,სამსუნგის” მსგავსად, ჩინეთის დატოვებას აპირებს კიდევ ერთი გიგანტი კომპანია ,,სონი”, რომელიც სმარტფონების წარმოებას ტაილანდში გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები