LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: ევროკავშირის დროშა კიდია საქართველოს პარლამენტის წინ – ვისაც უნდა, რომ დაინახოს, დაე, გაახილოს თვალები

125
papuashvili

ევროკავშირის დროშა კიდია საქართველოს პარლამენტის წინ. ვისაც უნდა, რომ დაინახოს, დაე, გაახილოს თვალები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ის კრიტიკას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის შენობაზე, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშა არ არის გამოფენილი და აღნიშნა, რომ „ვისაც არ უნდა, რომ დაინახოს, მას რაც არ უნდა დროშები უფრიალო წინ, მაინც ვერ დაინახავს“.

„საქართველო ირჩევს ევროპას“ – მსვლელობის პარალელურად, პარლამენტთან სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

„ეს არის ხალხი, რომელსაც არ აქვს აღქმა, რა არის დამოუკიდებლობა, რა არის თავისუფლება, რა არის სამშობლო, რა არის იყო პასუხისმგებლობიანი მოქალაქე, პოლიტიკოსი. ეს არის პასუხისმგებლობისგან და სამშობლოს განცდისგან დაცლილი ადამიანები. ამიტომ, არც კი ღირს ამ ადამიანებთან კამათში შესვლა. დღეს ჩვენი ქალაქი სავსეა ქართული დროშებით. ეს უხარია ქართველ ხალხს. რაც შეეხება ევროკავშირის დროშას, ევროკავშირის დროშა კიდია საქართველოს პარლამენტის წინ. ვისაც უნდა, რომ დაინახოს, დაე, გაახილოს თვალები. ვისაც არ უნდა რომ დაინახოს, მას რაც არ უნდა დროშები უფრიალო წინ, მაინც ვერ დაინახავს. მთავარი საკითხია, რომ მათ უნდათ რამენაირად ეს დღე ჩააშხამონ ქართულ საზოგადოებას. კიდევ ერთხელ, ყველას ვულოცავ ამ დღეს. ბოლომდე ვიზეიმოთ, ეს დღე ჩვენია, არავის წავართმევინებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სად რა ღონისძიება გაიმართება 26 მაისის აღსანიშნად – იხილეთ პროგრამა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g