LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: „ქალბატონ სალომესგან ველოდები ერთადერთ წერილს, სადაც ეწერება, რომ კონსტიტუციას აღარ დაარღვევს – ღონისძიებაზე მისვლას არ ვაპირებ“

155
პაპუაშვილი და სალომე

„ერთადერთი წერილი, რომელსაც ველოდები სალომე ზურაბიშვილისგან, არის წერილი, სადაც ეწერება, რომ ის დღეის ამას იქით აღარ დაარღვევს კონსტიტუციას“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პრემიერის წერილი ურსულა ფონ დერ ლაიენს: „ევროკომისიის გამოქვეყნებული ანგარიშით აღიარებულია საქართველოს მთავრობის დაუღალავი ძალისხმევა – ჩვენი ერი ელის, რომ წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ“

დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა პრეზიდენტის მიერ მიწვეულ ღონისძიებაში მონაწილეობას, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ  მისვლას არ აპირებს.

„არ ვაპირებ მისვლას. მე მივიღე მოწვევის წერილი, თუმცა ერთადერთი წერილი, რომელსაც ველოდები ქალბატონ სალომესგან, არის წერილი, სადაც ეწერება, რომ ის დღეის ამას იქით აღარ დაარღვევს კონსტიტუციას, ვიდრე ასეთი წერილი და განცხადება არ იქნება, რომ ის ხელს იღებს კონსტიტუციის დარღვევისგან მომავალში, რა თქმა უნდა, ასეთი მოწვევები არის შეუსაბამო.

პრეზიდენტი 13 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნებიდან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კამპანიის “ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში შეგროვილ ხელმოწერებს გადასცემს

ადამიანი, რომელიც არღვევს კონსტიტუციას, ასეთი ღონისძიებების ორგანიზების მორალურ უპირატესობას კარგავს“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g