LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატიმრებმა ჟოლოს ნერგები დარგეს და ლობიო დათესეს [ვიდეო]

502
60495108_2212938368782182_1272582381554892800_o

N8 პენიტენციური დაწესებულების [გლდანის ციხის] ეზოში მსჯავრდებულებმა სპეციალურად მათთვის დამუშავებულ მიწის ნაკვეთზე ჟოლოს პირველი ნერგები დარგეს და ლობიო დათესეს.

პროექტი, რომლის ფარგლებშიც გლდანის საპატიმროს მსჯავრდებულები სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმდნენ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიაციატივითა და საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით შემუშავდა. პროექტი დაწესებულებაში მყოფი სრულწლოვანი და არასრულწლოვანი მსჯავრდებულების, მათ შორის, უვადო სრულწლოვანი პატიმრების, დასაქმებას ისახავს მიზნად.

 

ამისათვის, სსიპ “სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის” რჩევითა და დახმარებით დაწესებულების ერთ-ერთ ეზოში დამუშავდა 3 000 კვ. მ მიწის ნაკვეთი, სადაც პატიმრები ქართული ჯიშის ჟოლოს, ფრანგული ჯიშის ნესვს, ლობიოს, სალათის ფურცლებს, არტიშოკს, პომიდორს და მარწყვს მოიყვანენ.

ხილისა და ბოსტნეულის სახეობები ისე შეირჩა, რომ მოყვანილი მოსავლის რეალიზაციაში პატიმრებისთვის დახმარების აღმოჩენა საფრანგეთ – საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატამ შეძლოს ბაზარზე მოთხოვნიდან გამომდინარე, რათა რეალიზაციიდან მიღებული თანხა პატიმრებისთვის შემოსავლის წყაროდ იქცეს. გარდა იმისა, რომ დაწესებულების ტერიტორიაზე პატიმრების დასაქმება, არაერთი მიზეზის გამო, მნიშვნელოვანი საკითხია, მსგავსი ტიპის პროექტში მონაწილეობა ე.წ. დახურული ტიპის დაწესებულების მსჯავრდებულებისათვის საუკეთესო თერაპიაა სტრესის მართვის, ასევე, ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის და პატიმართა რეაბილიტაცია – რესოციალიზაციის აუცილებელი წინაპირობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები