LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატიმრობა ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს – რას ედავება გამოძიება კობა კოშაძეს

388
koba

ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა კობა კოშაძეს პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარე სწორედ მის პატიმრობას ითხოვდა, ადვოკატი კი  – 10 ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას. 

პროკურორის განმარტებით, დაკავებულის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და ახალი დანაშაულის საფრთხე არსებობს.

ადვოკატი საპასუხოდ განმარტავდა, რომ კოშაძეს თავდებში კონსტანტინე კემულარია, გუბაზ სანიკიძე და გურამ ჩალაღაშვილი უდგებოდნენ.

შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილი მონისტრის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას და ტარებას ედავებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები