„პენიტენციური სამსახურის მხრიდან ჩარიცხვების მხრივ შეფერხება არ დასტურდება“, – ამის შესახებ „ფორტუნას“ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, რითაც უპასუხეს კითხვას, მოხდა თუ არა, მათი მხრიდან კლინიკა „ვივა მედისთვის“ გადასახადის ჩარიცხვის შეფერხება.
„სავარაუდოდ მოწმემ იხუმრა.“– გვითხრეს პენიტენციურ სამსახურში.
ცნობისთვის კლინიკა „ვივა მედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სასჯელის გაუქმების ან გადავადების საქმის სასამართლო პროცესზე გამოკითხვისას პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს გადასახადის გადაუხდელობა შეახსენა.
მან პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს, ნიკა აბრამიშვილს კითხვის დასმა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ სექტემბრის შემდეგ არაფერი ჩაურიცხავთ.
კლინიკა „ვივა მედის“ გენერალური დირექტორის განცხადებებს ვრცლად წაიკითხავთ:
ნადირაძე: არის შურაცხყოფების კასკადი, მუქარები, მუდმივად მიწევს მედპერსონალის გამხნევება