„პირდაპირი ბრძანებაა მიღებული რუსეთიდან, რომ არც ერთი ქართველი ტყვედ არ აიყვანოთ ადგილზე დახვრიტეთო“, – ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა ნადიმ ხმალაძემ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართველ მებრძოლებს შეთანხმება აქვთ დადებული, რომ ტყვედ არ ჩავარდნენ და ისინი მზად არიან სიკვდილისთვის.
„პირდაპირი ბრძანებაა მიღებული რუსეთიდან, რომ არც ერთი ქართველი ტყვედ არ აიყვანოთ ადგილზე დახვრიტეთო… ღმერთმა ნუ ქნას, რომ ქართველი მებრძოლი ჩაუვარდეთ ტყვედ… ხომ ხვდებით რასაც უზამენ, ამიტომ ქართველ მებრძოლებს შეთანხმება გვაქვს, რომ ტყვედ არც ერთი არ ჩავარდეთ… ჩვენ მზად ვართ სიკვდილისთვის“, – აცხადებს ნადიმ ხმალაძე.