მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ახალი რეგულაციების ფარგლებში კონკრეტული სანქციები გატარდება და პირი რომელიც ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს დაარღვევს დაჯარიმდება.
“ეს არის ის წერტილოვანი შეზღუდვები, რომელიც ამ ეტაპზე იქნა შემუშავებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ. მოგეხსენებათ, რომ ყველა ასეთი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა და მათი ინტენსივობა და მასშტაბი ყალიბდება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე და როგორც არა ერთხელ აღვნიშნეთ, როგორც შეზღუდვების მასშტაბი, ასევე მათი ინტენსივობა და ზოგადად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არის დამოკიდებული თითოეული ჩვენგანის ქცევაზე, იმაზე თუ რამდენად სწორად მოვიხმართ პირბადეს, დავიცავთ დისტანციას და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ამ წესების დაცვა აუცილებელია პოლიტიკური საქმიანობის დროსაც.
9 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში, 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება
9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში კერძო და საჯარო ბაღების ფუნქციონირება შეჩერდება
ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, წესების დამრღვევი პირები 2000 ლარით დაჯარიმდებიან.
“ჩვენ გვაქვს სანქციები განსაზღვრული უკვე კანონმდებლობით, იმ კანონით, რომელიც არეგულირებს საკარანტინო ღონისძიებებს. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის კომენდანტის საათი, ეს არის გადაადგილების შეზღუდვა და ამ შეზღუდვის დარღვევისთვის იმოქმედებს ის სანქცია, რომელიც რის დაწესებული, კერძოდ 2 ათასი ლარი კერო პირის შემთხვევეაში,” – აცხადებს ცქიტიშვილი.