LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას კიდევ 4 გამოჯანმრთელებული ჰყავს

97
sauniversiteto-imedi2

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში კიდევ 27-ით გაიზარდა. ამ დროის მონაცემებით ქვეყანაში დაინფიცირების დადასტურებული 566 შემთხვევა ფიქსირდება. კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა როცხვიც ყოველდღიურად იზრდება. დღეის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კლინიკებში მყოფი პაციენტებიდან 184 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კოვიდინფექცია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ ოთხმა პაციენტმა დაამარცხა. ინფორმაციას ამის შესახებ კლინიკის გვრდი ავრცელებს. აქვე მითითებულია, რომ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში ამ ეტაპზე მოთავსებულია 97 პაციენტი, აქედან covid-19-ით ინფიცირებულია 80 პაციენტი.

კლინიკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას ადგილზე გადის 8 პაციენტი, თერაპიულ მიმართულებაში კი მოთავსებულია 82 პაციენტი.

რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამაზე მოგვიანებით კლინიკის ხელმძღვანელი ყოველდღიურ ტრადიციულ ბრიფინგზე ისაუბრებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები