LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი კადრი – ლეონარდო დიკაპრიო მარტინ სკორსეზეს ახალ ფილმში

209
leonardodicaprio45

ინტერნეტში დღეს მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმიდან პირველი კადრები გამოჩნდა, რომლის სახელწოდებაა „ყვავილების მთვარის მკვლელები“. ფილმს სკორსეზე დევის გრენის არამხატვრული ბესტსელერის მიხედვით იღებს. ფილმში მოვლენები ვითარდება 20-იანი წლების ამერიკაში, როცა ოკლაჰომას შტატში ნავთობი აღმოაჩინეს და ინდიელები დახოცეს.

პირველ კადრებში, რომელიც დღეს გავრცელდა, გამოჩნდნენ ფილმში მთავარი როლის შემსრულებლები, ლეონარდო დიკაპრიო და ლილი გლედსტოუნი.

ცნობილია, რომ სკორსეზეს ახალ ფილმში ასევე ვიხილავთ რობერტ დენიროსაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები