LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ ცოლის მკვლელობისთვის 34 წლის მამაკაცი დააკავა

359
Capture

პოლიციამ სურამში, მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული, 1986 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა.

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. უწყების ინფორმაციით, მამაკაცმა მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობა სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა.

სურამში ქმარმა ცოლი მოკლა

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს – 1989 წელს დაბადებულ თ.რ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

მომხდარ ფაქტამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მეუღლეებს – თ.რ.-სა და ი.ქ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა,” – აღნიშნულია განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის,  სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g