LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურამში ქმარმა ცოლი მოკლა

233
Capture

ფემიციდის მორიგი შემთხვევა. დაბა სურამში სანადირო თოფით ქმარმა ცოლი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მეუღლეს გვიან ღამით, საწოლში ესროლა. ცოლ-ქმარს 3 შვილი ჰყავს. როგორც მეზობლები ყვებიან შემთხვევის დროს ბავშვები შინ არ იმყოფებოდნენ.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის, სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები