თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქართველებსა და საქართველოს აგინებდა.
შსს-ს ცნობით, ის არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და მიუხედავად პოლიციის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა შეეწყვიტა ზემოთ აღნიშნული ქმედება არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ ქმედებას.
მათივე ცნობით, კაცი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ვიდეოში, რომელიც სოციალურ მედიაში გუშინ გავრცელდა, ჩანს ახალგაზრდა კაცი, მარჯანიშვილის მოედანზე, რომელიც იმეორებს ერთსა და იმავე შეურაცხმყოფელ სიტყვებს საქართველოსა და ქართველების მისამართით.