საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის უკანონოდ კვეთის საქმის განხილვისას, რომლის ბრალდებულიც მიხეილ სააკაშვილია, ყოფილი პრეზიდენტი შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება დასჭირდა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ბრალდებულის სამედიცინო პროცედურებისთვის სხდომაზე შესვენება გამოაცხადა. სასამართლო პროცესის გაგრძელების შემდეგ, სააკაშვილმა განაცხადა, რომ
აზოვის ბატალიონის ერთ-ერთი დამაარსებელი მან მიავლინა უკრაინაში.
„ნახეთ, როგორი ერთიანობა აჩვენეს უკრაინელებმა. მე უკრაინული პასპორტის ამაყი მატარებელი ვარ და ჩემი გული როგორც საქართველოს, ისე უკრაინას ეკუთვნის. მე ამ ბრძოლაში დიდი ხანია ვარ. თავის დროზე პოლკი „აზოვის“ შესაქმნელად მე მივავლინე გია ყუფარაშვილი, რომელიც ჩემთან მუშაობდა. ჩვენ ერთად ჩამოვედით. მან მთხოვა ნებართვა, მერე მე შევხდი მაშინდელ პოლკის მეთაურს და ჩვენ დავსახეთ ერთად გეგმა, თუ როგორ დაეხმარებოდნენ ქართველები.
მერე ბახვა [ჩიქობავა] ჩამოვიდა, რომელიც ახლა გმირულად დაიღუპა. საქართველოს ჰყავს ნამდვილი გმირები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე”, – თქვა სააკაშვილმა.