LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერ-მინისტრის გადადგომით, გადამდგარია მთავრობაც

336
გახარია

პრემიერ-მინისტრს გადადგომისთანავე უფლებამოსილება უწყდება. გადამდგარია მთავრობაც, რომელიც მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე განაგრძობს.

როგორც „ფორტუნას“ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ქვეყნის პრემიერი მაია ცქიტიშვილი იქნება.

კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერის გადადგომის შემთხვევაში, თანამდებობას 2 კვირის განმავლობაში ვიცე-პრემიერი იკავებს.

პარლამენტს კი, 2-კვირიანი ვადა აქვს, რომ ნდობა ახალ პრემიერ- მინისტრს და მის მიერ შეთავაზებულ კაბინეტს გამოუცხადოს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები