მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება.
“ჩვენ გვაქვს გეგმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ჩამოვიყვანოთ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, არტისტები. ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბრის დასაწყისში ქვეყანაში გაიმართება მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები – სტადიონებზეც და ასევე “ბლექ სი არენაზეც”.
ამ მიზნით ჩვენ გამოვყოფთ 70 მლნ ლარს. ჩვენ გვაქვს ამის თანხები. ვფიქრობ, დამატებით მოიზიდავს ტურისტებს და ვფიქრობ, საინტერესო პროგრამა გამოვა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე ჩამოვიდა – ირაკლი ღარიბაშვილი
ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა – ღარიბაშვილი