საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით რომში იმყოფება. ქართულმა მედიამ მას ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
კითხვაზე, შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ნიკა გვარამიას, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ მისი დისკრეციული უფლებაა შეწყალების უფლება და არავის მითითებებს ის არ გაითვალისწინებს.
„ჯერ ერთი პასუხი არ მევალება. მერე მეორე, მე არ ვაკეთებ საზღვარგარეთ განცხადებებს შინაურ საქმეებზე და მით უმეტეს შეწყალებაზე, რომელიც არის ჩემი დისკრეციული უფლება და კომენტარებს არ ვაკეთებ“. – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი „პირველ არხთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამია განაჩენის გამოტანამდე აცხადებდა, რომ პრეზიდენტისგან შეწყალებას არ მოითხოვდა. მისი მეგობრების ნაწილმა მისი თხოვნა გაითვალისწინა და პრეზიდენტისთვის არ უთხოვიათ „მთავარი არხის“ დირექტორის გათავისუფლება. მათ შორისაა გიორგი გაბუნია, რომელიც ამჯერად, არხის დირექტორის მოვალეობას ასრულებს.
დღეს,8 ივნისს, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პრეზიდენტს მიმართა, ნიკა გვარამია შეიწყალოს. ომბუდსმენის ოფისი ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით შემოწმების შედეგებს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს მსჯელობა როგორც მსჯავრდების, ისე – სასჯელის განსაზღვრის კუთხით დაუსაბუთებელია.
მდინარაძე: ლომჯარია, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით, „ნაცების“ სახალხო დამცველად გადაიქცა
