LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა.. გვარამიას გარდა უამრავი პატიმარი ჰყავს საქართველოს

175
ნიკა და სალომე და კალა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა “მთავარი არხის” დირექტორს, ნიკა გვარამიას.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გვარამიას გარდა, საქართველოს კიდევ უამრავი პატიმარი ჰყავს.

“ეს მისი გადასაწყვეტია. გვარამიას გარდა, საქართველოს უამრავი პატიმარი ჰყავს. დამნაშავე ყველა დამნაშავეა. ვინც დანაშაულს სჩადის, ყველა დამნაშავეა”, – განაცხადა კალაძემ.

“რატომღაც მხოლოდ ერთი, ან ორი პატიმარი ახსენდება.. არ არის ეს თემა მისი, შეეშვას” – როგორ აფასებს “ოცნება” გვარამიას განაჩენის დასკვნაზე ლომჯარიას განცხადებას

თბილისის მერი ოპოზიციური პარტიების განცხადებებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ რამდენიც არ უნდა ეცადონ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ დედაქალაქის განვითარებას ხელი შეუშალონ, მაინც არაფერი გამოუვათ.

“ქვეყნის აღმშენებლობას, განვითარებას, რამდენიც არ უნდა იხტუნაოთ, რამდენიც არ უნდა ეცადოთ, ხელი შეუშალოთ ქვეყნის განვითარებას, სიმშვიდეს, ეკონომიკურ წინსვლას, არაფერი გამოგივათ!”-განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალოს. ომბუდსმენის ოფისი ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით შემოწმების შედეგებს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს მსჯელობა როგორც მსჯავრდების, ისე – სასჯელის განსაზღვრის კუთხით დაუსაბუთებელია.

„სასამართლომ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხს თავი აარიდა, განაჩენი არსებითად დაუსაბუთებელია“ – ლომჯარია პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავს

მდინარაძე: ლომჯარია, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით, „ნაცების“ სახალხო დამცველად გადაიქცა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები