ქეით მიდლტონმა ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის კვირეული ოფიციალურად გახსნა და იმ ორგანიზაციებში ვიზიტები დაიწყო, რომლის პატრონაჟსაც თავად ეწევა. ცნობილია, რომ უკვე მომდევნო კვირას საბავშვო არხის CBeebies ეთერში გავა გადაცემა, სადაც მიდლტონი ბავშვებისთვის ზღაპრებს წაიკითხავს. დღეს ინტერნეტში გავრცელდა პირველი კადრები ძალიან მყუდრო სტუდიიდან, სადაც მიდლტონი ხალიჩაზე ზის და ზღაპარს ჰყვება.
საბავშვო გადაცემის ჩაწერისთვის კემბრიჯის ჰერცოგინიამ სამოსიც შესაფერისი შეარჩია. ის „ტოპშოპის“ ჯინსებსა და „ჰოლანდ კუპერის“ ულამაზეს თეთრ ნაქსოვ სვიტერში იყო გამოწყობილი.
ჯინსები, ბათინკები და ნაქსოვი ჟაკეტი – ქეით მიდლტონი მაღაზიაში ვიზიტის დროს მომხმარებლებმა იცნეს
ქეით მიდლტონი დედის ასლია – აქამდე უცნობი ფოტო ინტერნეტს იპყრობს