ინტერნეტში ქეით მიდლტონის ძველი ფოტო გამოჩნდა, სადაც ჰერცოგინია 7 წლის ასაკშია გადაღებული. ეს ფოტო 1989 წლით თარიღდება და აქ ქეითის დედა კეროლ მიდლტონი ბავშვების გარემოცვაშია გადაღებული. ფოტოზე სავარაუდოდ, დაბადების დღეს აღნიშნავენ, რადგან აქვე არიან ქეითის და, პიპა და ძმა, ჯეიმსი.
ეს ფოტო სამეფო ოჯახის ფანებისთვის კიდევ ერთი მაგალითი გახდა იმისა, როგორ ჰგავს მიდლტონი დედას. დღეს ინტერნეტში კიდევ ერთი ფოტო გავრცელდა, სადაც კეროლ მიდლტონს ხელში პატარა ქეითი უჭირავს და აქაც მსგავსება ძალიან დიდია.
პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ლონდონს ტოვებენ და საცხოვრებლად დედოფალთან გადადიან