გამოცემა „ტელეგრაფი“ წერს, რომ უახლოეს მომავალში პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი სამუდამოდ დატოვებენ ლონდონს და კენსინგტონის სასახლეს. ამის მიზეზი მრავალმხრივი ვალდებულებებია, რომელიც წყვილს დედოფალმა ელისაბეთმა დააკისრა. წყვილი საცხოვრებლად უინძორის სასახლეში, დედოფლის მახლობლად გადადის.
ეს ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც უილიამმა და ქეითმა აქტიურად დაიწყეს სკოლის ძიება შვილებისთვის. სახლი ბერკშირში, სადაც სავარაუდოდ წყვილი სამუდამოდ გადასახლებას გეგმავს, 1721 წელსაა აშენებული და მას დედოფალი ვიქტორია ჩაის სახლს ეძახდა.
ქეით მიდლტონი „დერეკ ლამის“ 200 დოლარიან კაბაში გამოჩნდა