მას შემდეგ, რაც 71 წლის პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდგინდა, კემბრიჯები სრული შემადგენლობით თვითიზოლაზიაში გადავიდნენ. ამის შესახებ დასავლური მედია წერს დ დასძენს, რომ პრინცი ულიამი და ქეით მიდლტონი შვილებთან ერთად, კენსინგტონში, ანმერ ჰოლში იმყოფებიან. ამ დროისთვის მათ COVID19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ გამოვლენიათ.
ცნობილია, რომ პრინც უილიამს ცოტა ხნის წინ ჰქონდა კონტაქტი მამასთან, ამიტომ მისი მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა.