LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროგრესს განსაკუთრებით ველით დეოლიგარქიზაციაზე“ – რას ამბობს ევროკავშირის ელჩი 12 რეკომენდაციის შესრულებაზე

117
პაველ ჰერჩინსკი

„პროგრესს განსაკუთრებით ველით დეოლიგარქიზაციაზე“, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა და თქვა, რომ ევროკომისიის ზეპირი შეფასების შემდეგ, ზოგიერთი პრიორიტეტის მიმართულებით გარკვეული პროგრესი მიღწეული იქნა, თუმცა სამუშაოს გასააქტიურებლად, დრო კიდევ არის დარჩენილი.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო რეკომენდაციებზე საუბრისას აღნიშნა, ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმაა, რომელიც მთავრობამ წინ უნდა წასწიოს:

„ყველა რეკომენდაცია თანაბრად მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც თქვენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბოროტისგან მოისმინეთ, ჩვენ განსაკუთრებით მოველით პროგრესს დეოლიგარქიზაციის საკითხზე.

ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმაა, რომელიც მთავრობამ წინ უნდა წასწიოს სასამართლოს რეფორმაზე, მედიის თავისუფლების მიმართულებით და ზოგადად, საჭიროა მაქსიმალური პროგრესი, რაც შესაძლებელია ყველა ფრონტზე“. – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

დიპლომატის თქმით, გაფართოების ანგარიში ერთ თვეში, ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება.

ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია, საქართველოსთვის პერსპექტივა მნიშვნელოვანია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g