“ორი წელი და რვა თვეა, ლიკვიდაციის შიშში მაცხოვრებენ” – ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ტელეკომპანია პირველმა ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძისგან მიიღო.
წერილის სრულ შინაარსს დეკანოზის თხოვნით ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ, თუმცა წერილის ნაწილი პირდაპირ ეთერში წაიკითხეს.
“გავრცელდა პროკურორის მამხილებელი წერილი [სალომე აიდეიშვილის FB სტატუსი, რაზეც პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო], ამ ამბავმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პროკურატურის მიერ დაკვეთილი საქმეების შეკერვა, რასაც მე 2017 წლის მერე გავიძახი.
ჩემი სიჩუმის მიზეზი იყო ჩემი ძმის თხოვნა.
იმედგაცრუებული ვარ, რომ შეწყალებულთა შორის არ აღმოჩნდა მამა გიორგი - თორნიკე მამალაძე
სწორედ საქმეების შემკერავი პროკურორი გადაჰგყავთ ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. პროკურატურა მე არარსებული დანაშაულის აღიარებას მთხოვდა და ორი წელი და რვა თვეა, ლიკვიდაციის შიშში მაცხოვრებენ” – ნათქვამია წერილში.
დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა.
“არ მაქვს სურვილი, სიბინძურეში გახვეულ ადამიანებს წყალობა ვთხოვო”-დეკანოზი გიორგი მამალაძე
სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. დეკანოზი ბრალს არ აღიარებს.