შონ ქომბსი, სასცენო ფსევდონიმით ცნობილი, როგორც Puff Daddy ,,გრემის” ულტიმატუმს უყენებს. წელს რეპერს მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ,,გრემი” გადაეცა. სამადლობელი სიტყვისთვის განკუთვნილი დრო კი მუსიკოსმა ,,გრემის” ლანძღვას დაუთმო. მისი თქმით, აკადემია რასისტულ გადაწყვეტილებებს იღებს და ეგრეთწოდებულ ,,შავ მუსიკას” ჩაგრავს. Puff Daddy-ის თქმით, შავკანიანი მუსიკოსები ვერასოდეს იმარჯვებენ წამყვან ნომინაციებში, ისეთში, როგორიცაა ,,წლის ალბომი” და ,,წლის სიმღერა”. მაგალითად მას პრინცის, მაიკლ ჯექსონისა და ბიონსეს ქეისები მოჰყავს.
Puff Dadsy-ს ამ სკანდლურ გამოსვლას ,,გრემიზე” აპლოდისმენტები მოჰყვა. პირველი ფეხზე ჯეი-ზი და ბიონსე წამოდგენენ, რომლებიც მუსიკოსის სიტყვით აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.
აქვე რეპერმა ,,გრემის” ორგანიზატორებს ულტიმატუმი წაუყენა და დაიმუქრა, რომ შეცდომის გამოსასწორებლად მათ ერთწლიან ვადას აძლევს.
Diddy to Grammys: Hip-hop has always been disrespected. “You have 365 days to do better.” pic.twitter.com/3JjuiobtHC
— Andrew Hampp (@ahampp) January 26, 2020