LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,პუტინი 21-ე საუკუნის ჰიტლერია, რომელიც ყველას და ყველაფერს ემუქრება” – ნოდიკო ტატიშვილი

158
nodata-tatishvili

მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, პირველ მარტს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემა “არტ-FM” რუსეთ-უკრაინის ომს მიეძღვნა. გადაცემას მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარი აზრი დააფიქსირა მიმდინარე მოვლენებზე.

ნოდიკო ტატიშვილი:

მართლაც საზარელი მოვლენები ვითარდება, რამაც მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. ნამდვილად ვერ დავიჯერებდი, რომ 21-ე საუკუნეში შუა ევროპაში ომი დაიწყებოდა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი მსოფლიოს და პირველ რიგში ჩვენი ომია, რადგან რუსეთი ჩვენც უკრაინის მსგავსად გვებრძვის.

სამწუხაროდ, ის, რაც უკრაინაში ხდება, ჩვენთან უკვე მოხდა და არაა გამორიცხული კიდევ განმეორდეს, რადგან პუტინი 21-ე საუკუნის ჰიტლერია, რომელიც ყველას და ყველაფერს ემუქრება. შეუძლებელია მშვიდად უყურო მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით ბავშვების მკვლელობას. ვფიქრობ, ამ საზარელი ომის სირცხვილს არა მხოლოდ თანამედროვე რუსეთი, არამედ შემდეგი თაობებიც ვერ ჩამოირეცხავენ. როცა ამბობენ, რომ რიგით რუსებს ჩვენც ძალიან ვუყვარვართ და უკრაინელებიც, ძალიან მიკვირს სად არიან და რატომ არ იღებენ ხმას. მართალია, ცალკეული ადამიანები აპროტესტებენ საკუთარი პრეზიდენტის მოქმედებას, მაგრამ მთლიანად ნაცია გაჩუმებულია. ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა გავერთიანდეთ სიკეთისთვის, მშვიდობისთვის და დავდგეთ დემოკრატიული მსოფლიოს გვერდით. ძალიან გავბრაზდი, როცა მოხალისეები არ გაუშვეს, რადგან ჩვენ ისედაც დიდი ხანია ომში ვართ ჩართული. ამბობენ, რუსეთის გაღიზიანება არ ღირსო, არადა ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს გავაღიზიანებთ თუ არა, რადგან რუსეთს ყოველთვის შეუძლია ჩვენს ქვეყანაში შემოჭრა. ძალიან გული მწყდება და მრცხვენია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ელჩი გაიწვია. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს სიბნელეს უფრო ვემხრობით, ვიდრე სინათლეს. ყველას მოვუწოდებ დავდგეთ უკრაინელების გვერდით და დავეხმაროთ რითაც შეგვიძლია, რადგან მართლაც საოცარი გმირობა გამოიჩინა ამ ერმა.

,,მხოლოდ სიმღერით შეუძლებელია უკრაინელთა დახმარება, ვფიქრობ, ბევრად ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო” – მაია ჯაბუა და ეკა კახიანი

,,სიმღერა მივუძღვენი აფხაზეთის ომსაც და 2008 წლის მოვლენებსაც… სიმღერაში გადამაქვს ჩემი განცდა და ტკივილი, ახლაც ძალიან ვღელავ” – მაცაცო სებისკვერაძე

,,რუსეთი დიპლომატიურ, პოლიტიკურ და  ეკონომიკურ კრახს განიცდის, დარჩა მხოლოდ სამხედრო მარცხი და იმედი მაქვს ამასაც მალე ვნახავთ” – ლანა ღოღობერიძე

,,არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის სახიფათოა ტერორისტული რუსეთი” – მერაბ სეფაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g