ახლად გახსნილი „ქალაქის“ თეატრი უკვე აღმოჩნდა თეატრის მოყვარული საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამ სივრცეში ყველაფერი კოკო როინიშვილისა და მისი მეგობრების ხელითაა შექმნილი. შექმნის პროცესი დღესაც გრძელდება. ქალაქის თეატრში მისულს შეიძლება მისი დამფუძნებლები შეგხვდნენ, რომლებიც ნათურას აკეთებენ ან სხვა საყოფაცხოვრებო დეტალს აგვარებენ, თუმცა მთავარი მაინც ის სივრცეა, რომელიც სხვადასხვა არტისტისთვის ახალი შემოქმედებისა და ნამუშევრების საზოგადოებისთვის წარსადგენად დაფუძნდა.

16 და 17 ივლისს თეატრში პრემიერაა – გიორგი კიკნაძე სადებიუტო ნამუშევარს წარმოადგენს.

ამ შაბათ-კვირას, 16 და 17 ივლისს, ახალ სპექტაკლს წარმოადგენთ...

სად შეიქმნეს მეორე სახლი კოკო როინიშვილმა და ანი იმნაძემ: „ანი ყოველდღე უფრო და უფრო მეტად მიყვარს… შვილმა ჩვენი ურთიერთობა გაამდიდრა…“

კოკო როინიშვილი: 

ეს არის გიორგი კიკნაძის დებიუტი, მისი პირველი სპექტაკლი სახელწოდებით „კუნძული“. გიორგი ამ თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელია. ქალაქის თეატრი გაიხსნა თინათინ წულაძის სპექტაკლით, რაც მისთვის ასევე დებიუტი იყო. რაც შეეხება „კუნძულს“, მე მერგო პატივი ვითამაშო ამ სპექტაკლში ანუკა გრიგოლიასთან, შესანიშნავ მსახიობთან ერთად. გიორგის ძალიან კარგი ნამუშევარი გამოუვიდა და მე და ანუკაც არ ვაკლებთ ცდას. ორი ერთმანეთისგან საკუთარი მოსაზრებებით სრულიად განსხვავებული ადამიანი შემთხვევით აღმოჩნდება კუნძულზე, მარტო – როგორ ვითარდება მათი ამბავი საინტერესო ფინალით, ამას ნახავს მაყურებელი.

ალბათ, კარგად ეხმიანება დღევანდელი საზოგადოების მდგომარეობას საქართველოში…

ვფიქრობ, ძალიან ეხმიანება. საზოგადოება ორად არის გახლეჩილი. ჩვენი სათქმელი ისაა, რომ მიუხედავად სხვადასხვა შეხედულებებისა, ადამიანები ერთმანეთს მტრად არ უნდა მოეკიდონ.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე biletebi.ge.

ნინო მურღულია
ავტორი

მსგავსი თემები