LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ ბორჯომში სამუშაო შეხვედრას მართავს – პარტიაში აცხადებენ, რომ საკადრო ცვლილებებს არ განიხილავენ

130
ქართული ოცნება

„ქართული ოცნება” ბორჯომში სამუშაო შეხვედრას მართავს. შეხვედრას ესწრებიან მმართველი პარტიის ლიდერები, მინისტრები და დედაქალაქის მერი.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტში „ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ დღეს ქვეყნის განვითარების სამომავლო გეგმები განიხილება და არა პარტიაში საკადრო ცვლილებები.

ბოლო რამდენიმე დღეა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეს მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი შეცვლის. ამას მმართველ პარტიაში უარყოფენ.

ბორჯომში გადაღებული ფოტო „ქართული ოცნების“ ფეისბუქგერდზე ვრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები