საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა, ამ მძიმე ვითარებაში საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ. ამის შესახებ ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს.
„ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ხალხისთვის დამატებით ბარიერებისა და ფრენებზე ფასების ხელოვნურად გაზრდის ნაცვლად, ამ მძიმე ვითარებაში დაეხმაროს და საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.