LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართველი დაჭრილი მეომრები მოვინახულეთ, ახლა მერიასთან ახალგაზრდები უკრავენ და ფულს აგროვებენ ჯარისთვის” – თამუნა ყურაშვილი ლვოვში არსებულ ვითარებას გვამცნობს

414
BeFunky-collage (1)

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი, ვახო სანაია და მისი მეუღლე, ექიმი თამუნა ყურაშვილი უკვე მეორე დღეა, რაც ლვოვში იმყოფებიან.

“მიწა გამსკდომოდა მინდოდა… ეს მართლა სირცხვილია!” – რას წერს ექიმი თამუნა ყურაშვილი, რომელიც მეუღლესთან ერთად უკრაინაში წავიდა

ჟურნალისტი ვახო სანაია საზღვრისპირა ქალაქიდან აშუქებს ადგილზე არსებულ სიტუაციას.

ვახო სანაია ლვოვიდან: ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც ომის შემდეგ იყოს დაბეჩავებული, არა! უკრაინელები არ გატყდნენ და ინარჩუნებენ მედგარ სულისკვეთებას

ცოტა ხნის წინ, თამუნა ყურაშვილმა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში პოსტი, სადაც ლვოვში არსებულ ვითარებას აღწერს.

“დღე მეორე. ლვოვის შემოგარენი. დღეს ქართველი დაჭრილი მეომრები მოვინახულეთ ჰოსპიტალში, არა ერთი მებრძოლია. გამოჯანმრთელებას ელოდებიან, რომ დაბრუნდნენ ბრძოლის ველზე. ერთს ინტევიუ ჩამოვართვით, საღამოს 20.00 იქნება ფორმულას ეთერში.

ახლა ლვოვის ცენტრში ვართ, ჩართვისთვის ემზადება ვახო, ეკლესიები შეფუთულია, ფანჯრები აჭედილი, ყველა შენობა რომელიც რამე ღირებულს წარმოადგენს ქვიშიანი ტომრებითაა სავსე. დღეს სამჯერ იყო სირენების ხმა, მაგ დროს ქალაქი ისუსება თითქოს, მანქანები ნაკლებად მოძრაობენ.

ახლა მერიასთან ვარ და ახალგაზრდები უკრავენ და ფულს აგროვებენ ჯარისთვის. ცხოვრება თითქოს ჩვეულებრივ რიტმში მიდის, მაგრამ დაძაბულობა და ომის სულისკვეთება მკაფიოდ იგრძნობა”, – წერს თამუნა ყურაშვილი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g