LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქიმიაში 63-დან 63 ქულა ავიღე“ – რა რჩევებს აძლევდა გია მურღულია შვილიშვილს, რომელმაც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები მიიღო

17010
Untitled design (4)

„ფორტუნა“ განაგრძობს საზოგადოებისთვის იმ წარმატებული აბიტურიენტების გაცნობას, რომლებმაც მიმდინარე წელს, ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები მიიღეს.

„შედეგებმა სწავლის მოტივაცია კიდევ უფრო მომიმატა” – გაიცანით აბიტურიენტი, რომელმაც ქართულ და უცხო ენებში უმაღლესი ქულები მიიღო

ერთ-ერთი წარმატებული აბიტურიენტია ნატალი მურღულია, რომელმაც ოთხივე საგანში საუკეთესო შეფასება მიიღო, ქიმიაში კი უმაღლესი – 63-დან 63 ქულა მოიპოვა.

ნატალი მურღულია ცნობილი ფილოლოგის, გია მურღულიას შვილიშვილია.

ნატალი სამედიცინო უნივერსიტეტში აბარებს და პროფესიად რადიოლოგიის არჩევას აპირებს.

როგორ გულშემატკივრობდა და ეხმარებოდა ბაბუა გამოცდების წინ, როგორი იყო მისი ემოციები გამოცდების ქულების გაგების შემდეგ და რა გეგმები აქვს სკოლა „Ib მთიების“ წარმატებულ კურსდამთავრებულს – ნატალი მურღულია „ფორტუნასთან” საუბრობს. 

„პირველი ქართული ლიტერატურისა და ენის გამოცდა იყო, რომელშიც 60-დან 55 ქულა ავიღე. შემდეგი იყო უცხო ენა – ინგლისურში 80-დან 79 ქულა ავიღე.ქიმიაში მაქსიმალური, 63-დან 63, ხოლო ბიოლოგიაში 70-დან 66 ქულა.

სამედიცინო უნივერსიტეტში ვაბარებ. რადიოლოგიით ვარ დაინტერესებული და 6 წლის შემდეგ, მსურს, რეზიდენტურაში ამ განხრით გავაგრძელო.

ქართულში, უცხო ენასა და ბიოლოგიაში სკოლის მასწავლებლის მეტი არ მყოლია, რადგან სკოლაში ისეთი კარგი მასწავლებლები მყავდა, ისეთი სპეციალისტები არიან… რაც მთავარია, თვითონ ხომ კარგად იციან და მოსწავლესაც ძალიან კარგად ასწავლიან.

ქიმიაში დამატებით მოვემზადე არაჩვეულებრივ პედაგოგთან  – თიკა ბუთხუზთან. მასთან მეორე სემესტრიდან დავიწყე მომზადება. ყველაფერში გვამეცადინებდა – ამოცანებს თავად ადგენდა და გვაკეთებინებდა. ეროვნული გამოცდებისთვის მაქსიმალურად მოგვამზადა…

ძალიან გამიხარდა. ცოტა ვნერვიულობდი, მაგრამ მაღალი ქულების იმედი მქონდა და ვფიქრობდი, რომ ავიღებდი”, – ამბობს აბიტურიენტი.

ნატალი „ფორტუნასთან” ასევე საუბრობს, თუ როგორ გულშემატკივრობდა და რა რჩევებს აძლევდა მას ბაბუა – გია მურღულია:

„ამ დროის განმავლობაში სულ მეხმარებოდა ქართულში. თემების წერის დროს, რაიმე კითხვა თუ გამიჩნდებოდა, ან რაიმე ციტატა თუ მინდოდა დამემატებინა, ყოველთვის მას ვწერდი, დამირეკავდა, დამელაპარაკებოდა. ფაქტობრივად, ლექციებს მიტარებდა და ამის შემდეგ ძალიან კარგი თემები გამოდიოდა.

გიას რჩევები ძალიან დამეხმარა. ქულები რომ დაიდო, ჯერ მე და დედა ვიგებდით და მაშინვე ბაბუას ვურეკავდით: „ბაბუა, უმაღლესი ქულა ავიღე”.

ისე უხაროდა, სულ მაქებდა, ძალიან კარგი გოგო ხარ, ყოჩაღ, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ უმაღლეს შედეგებს მიიღებდიო და ძალიან გახარებულები ვიყავით.. სულ მამხნევებდა და მპირდებოდა – საჩუქრებს გიყიდიო. ოჯახის წევრებს ჩემი პროფესიული გადაწყვეტილება ძალიან მოსწონთ და პატივს სცემენ”, – ამბობს ნატალი მურღულია.

წარმატებული კურსდამთავრებული მომავალ აბიტურიენტებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და ურჩევს, გამოცდებზე არ იღელვონ:

„მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ ნერვიულობას არ აჰყვნენ, მთელი წელი იშრომონ, ბევრი ისწავლონ და ბოლოში აუცილებლად დაუფასდებათ იმიტომ, რომ გამოცდაზე რომ გადიხარ, საერთოდ არ არის სანერვიულო.

გარემო მოსწავლეებზეა მოწყობილი, სკოლაში შედიხარ შენთვის, ჯდები მერხთან და არაფერია სანერვიულო. სხვა აბიტურიენტებსაც ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ.

შემართებით მივდივარ უნივერსიტეტში, მზად ვარ, ბევრი ვისწავლო და ბევრი ვიშრომო, ავითვისო დიდი მასალა და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად გამომივა”, – ამბობს ნატალი „ფორტუნასთან” ინტერვიუში.

ამავე თემაზე:

„ხუთივე კლასელები ვართ“ – გაიცანით, სოფელ შემოქმედის სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებმაც საუკეთესო ქულები მიიღეს

„იმდენად მეშინოდა, ლინკი ვერ გავხსენი“ – მარიამ რუხაძემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60-დან 60 ქულა აიღო

„კარგი შეგრძნებაა..“- გაიცანით აბიტურიენტი, რომელმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60-დან 59 ქულა აიღო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g