LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისი-ვარშავის რეისზე შემოწმების პროცესი დასრულებულია, ბომბის არსებობის შესახებ განგაში ცრუ აღმოჩნდა

104

“საქართველოს აეოპორტების გაერთიანების“ განცხადებით, 25 ოქტომბერს „ვიზეარის“ რეისმა W6 1576 ქუთაისი – ვარშავის მიმართულებით ავარიული დაშვება განახორციელა რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, რისი მიზეზიც ქუთაისის აეროპორტში განხორციელებული საეჭვო სატელეფონო ზარი გახდა.

მათივე ცნობით, ბორტის წევრებმა იმოქმედეს დადგენილი პროცედურების შესაბამისად და რისკის თავიდან აცილების მიზნით საჰაერო ხომალდის დაუგეგმავი დაშვება განახორციელეს ბუქარესტის აეროპორტში. “ყველა მგზავრი და ბორტის წევრი უსაფრთხოდ არის გადაყვანილი ხომალდიდან. ამჟამად შემოწმების პროცესი დასრულებულია. აღმოჩნდა ცრუ განგაში. თვითმფრინავი გადაყვანილია სადგომზე და მიმდინარეობს მგზავრების ჩასხდომა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები