ქუთაისის აეროპორტში რომი-ქუთაისის რეისიდან ერთი მგზავრი დაკვირვების მიზნით ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მას მაღალი ტემპერატურა არ აღენიშნებოდა, თუმცა სამოგზაურო ისტორიიდან გამომდინარე მედიკოსებმა მისი გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.
რეისით სულ 122 ადამიანმა იმგზავრა. მგზავრების თქმით, შემოწმება ყველა მათგანმა გაიარა.
ბოლო მონაცემებით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, სულ 19 პაციენტია მოთავსებული.