LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში არსებობა ისევ გაძვირდა – საარსებო მინიმუმი კიდევ გაიზარდა

184
2af8cdd21634ff86263096fc60b684b2

საქართველოში არსებობა ისევ გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2.2 ლარით გაიზარდა. კერძოდ, იანვარში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 197.0 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა დეკემბერში ეს მაჩვენებელი 194.8 ლარი იყო.

რაც შეეხება შედარებას წინა წელთან, აქ საარსებო მინიმუმის ზრდა უფრო თვალშისაცემია. 2019 წლის იანვართან შედარებით, წელს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 18.4 ლარით არის გაზრდილი.

გასულ თვეს დეკემბერთან შედარებით, 3,6 ლარითაა გაზრდილი საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 330.4 ლარს შეადგენს. წლიურ ჭრილში კი ზრდა 30.9 ლარია. აღსანიშნავია, რომ იანვარში 1 სულიან ოჯახს არსებობისთვის 174,4 ლარი სჭირდებოდა, ორსულიანს – 279,1 ლარი, ექვსსულიანს და მეტს – 464 ლარი…

შეგახსენებთ, 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები