LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში არსებობა კიდევ უფრო გაძვირდა

92
lari

საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა ისევ გაიზარდა. კერძოდ, 2021 წლის იანვარში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 195.6 ლარი იყო, თებერვალში კი, ეს მაჩვენებელი ერთი ლარითა და 60 თეთრით გაიზარდა, ჯამში კი 197.2 ლარი შეადგინა.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვართან შედარებით, თებერვალში 1.5 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 174.7 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს, რომელიც შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები