LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი და შშმ პირები

223
95073551-3195518150467829-1522580625284923392-o

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და მისმა მოადგილე თამარ ბარკალაიამ კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სოციალური დახმარების მოდელის პრეზენტაცია გამართეს.

მოდელის მიხედვით, ფინანსურ დახმარებას სოციალურად დაუცველი ოჯახები და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები დახმარებას 20 მაისიდან მიიღებენ.

65 000-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები მიიღებენ ყოველთვიურ დახმარებას ოჯახის წევრზე. ერთწევრიანი ოჯახისთვის კომპენსაციის ოდენობა შეადგენს 70 ლარს, 2 წევრიანი ოჯახისთვის – 90 ლარს, 10 წევრიანი ოჯახისთვის – 350 ლარს, ხოლო 15 წევრიანი ოჯახისთვის – 525 ლარს.

კომპენსაცია გაიცემა 6 თვის განმავლობაში.

100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, რომელთაც ჰყავთ სამი ან მეტი 16 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვი, ასევე მკვეთრად გამოხატული შშმპ და შშმ ბავშვები მიიღებენ ყოველთვიურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში.

აღნიშნულ პირებს კომპენსაციის მისაღებად არ სჭირდებათ დამატებითი განაცხადის ან დოკუმენტაციის წარდგენა. 

შეგახსენებთ, სოციალური დახმარებებისთვის და მიზნობრივი პაკეტებისთვის სახელმწიფომ მილიარდ ლარზე მეტი გამოყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები