LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა განცხადებას აკეთებს საგარეო სამინისტრო ზურაბ ჯაფარიძის მეუღლის გათავისუფლებაზე

169
გირჩი ჯაფარიძე

„ნატა ქორიძეს ეცნობა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომი დასაქმების მიზნით, მასთან მიმართებით ხორციელდება მობილობის პროცესისთვის საჭირო ღონისძიებები“, – ამის შესახებ „ფორტუნას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში ნატა ქორიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განუცხადა.

უწყების ცნობით, დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ ნატა ქორიძეს  სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს კანონით დადგენილ ვადებში ეცნობა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში რეორგანიზაცია გამოცხადდა მიმდინარე წლის  სექტემბერში.

აღნიშნულის მიზეზი გახდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანებიდან გამომდინარე რიგი სტრუქტურული ერთეულების გაძლიერების საჭიროება, მათი გამსხვილება დეპარტამენტიდან დირექტორატის ფორმატში, რამაც მოითხოვა შესაბამისი საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია.

მათ შორის ცვლილება შეეხო დეპარტამენტს, სადაც საქმიანობდა ჩვენი კოლეგა ქ-ნი ნატა ქორიძე. კერძოდ იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლის აღსრულება არის საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული მიმართულება, სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი, აღნიშნულმა ცვლილებამ გამოიწვია აქამდე დეპარტამენტში არსებული საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია, მათ შორის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციის გაუქმება.

დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ ეცნობა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს კანონით დადგენილ ვადებში. მათ შორის ქ-ნ ნატა ქორიძეს გაფრთხილება სტრუქტურულ ერთეულში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ მიუვიდა კანონით დადგენილ ვადებში და ასევე ეცნობა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომი დასაქმების მიზნით, მასთან მიმართებით ხორციელდება მობილობის პროცესისთვის საჭირო ღონისძიებები.“ – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ამავე თემაზე:

„არ მეგონა, რომ ასე დასრულდებოდა ჩემი საქმიანობა“ – ზურა ჯაფარიძის მეუღლე აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს

„ჩემი ცოლი არ არის პირველი, მანამდე ჩემი ძმა გამოუშვეს – მოტივი არის ცალსახად პოლიტიკური“: ჯაფარიძე მეუღლის საგარეო უწყებიდან გაშვებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები