ცნობილი მოცეკვავე, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე ირა კვიტინსკაია ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს იმის შესახებ, თუ ვინ და რატომ არის მისი ფავორიტი მოცეკვავე:
„ჩემი ფავორიტი მოცეკვავე ჩემი მწვრთნელი, სალომე ჭაჭუაა, რომელიც ყოველთვის მაძლევს ძალას, რომ საქმე გავაგრძელო. ასევე სალომე ჩემი მეგობარიც არის. ყოველთვის გვერდით მიდგას, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.
ახლა, როცა ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს, როგორ გულშემატკივრობ? ეკონტაქტები?
ყველანი ძალიან ვგულშემატკივრობთ. სულ კონტაქტზე ვართ.
საქართველოსთან შედარებით, უფრო დაძაბული რეჟიმით ხომ არ მუშაობს?
თითქმის იგივე რეჟიმია. იქაურობაც ძალიან მოსწონს, აღფრთოვანებულია… უბრალოდ, იქ მაინც განსხვავებული გარემოა, სხვა ქვეყანაა, სხვა ემოციები აქვს…
შენი მწვრთნელისგან ყველაზე მნიშვნელოვანი რა ისწავლე?
ჩემი ცხოვრების დევიზია, რომ არასდროს დავნებდე და ყველაფერი ბოლომდე გავაკეთო. სალომე ყოველთვის ამას მეუბნებოდა, ჩემი მოტივატორი იყო. საერთოდ, მისგან ბევრი რამ ვისწავლე…“