LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა კომენტარი უნდა გავაკეთო, რომ ნიახურს არ კრეფდა და კრეფთა „პეტრუშკას“? – შაქარაშვილის ოჯახმა სახალხო დამცველს „მთავარის“ ბულინგისგან დაცვა სთხოვა

593
FORTUNA.GE (5)

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმე სულ უფრო ბუნდოვანი ხდება და საზოგადოებაშიც ბევრი კითხვა და პროტესტი ჩნდება. რატომ ცვლიან მოწმეები ჩვენებს ისე, რომ აბსურდამდე მიდის ყველაფერი. ბევრი ვარაუდობს, რომ საქმე ჩიხში შევიდა და შესაძლოა დამნაშავეების პოვნა ძალიან გართულდეს.

გარდაცვლილის ოჯახი და ბიძა, მირიან ნიკოლაძე გუშინ სახალხო დამცველს შეხვდა.

„ფორტუნასთან“ საუბარში მირიან ნიკოლაძემ შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

თქვენ და გიორგი შაქარაშვილის ოჯახი შეხვდით სახალხო დამცველს, რაზე ისაუბრეთ ნინო ლომჯარიასთან და რა დაპირება მიიღეთ მისგან?

ქალბატონ ნინოსთან შეხვედრით ძალიან კმაყოფილი დავრჩით. ქალბატონ ნინოს აქვს სურვილი, მისი მოქმედების ფარგლებში, როგორც დამოუკიდებელმა მოთამაშემ თავისი როლი შეიტანოს კვლევაში. ბუნებრივია, ეს მისასალმებელია. რაც შეეხება ოჯახის თხოვნას, მათ აღნიშნეს, რომ გამოძიებასთან არანაირი პრობლემა არ აქვთ და სთხოვეს სახალხო დამცველს, რომ იქნებ შეძლოს და დაზარალებული და გაუბედური ოჯახი დაიცვას „მთავარი არხის“ ყოველდღიური ბულინგისგან. ეს ჩვენი თხოვნა იყო და ქალბატონი ნინო რამდენად შეძლებს ამას შესრულებას, ვერ გეტყვით.

შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. განაცხადა, რომ თქვენ უბრალოდ მოგისყიდეს…

სააკაშვილი არის სულიერი ხეიბარი, ღრმად ფსიქიკური ავადმყოფი. სააკაშვილი იყო სადისტი და მის ხელში საქართველომ რაც შეურაცხყოფები მიიღო, ისტორიის განმავლობაში არ ახსოვს. ის ძებნილია და ეს ხელისუფლება იმიტომაა აქედან გასაქცევი, რომ ის მშვიდად დადის ყველგან და ასეთ სისულეებს ლაპარაკობს. არ შეიძლება მისი ურთიერთობა საზოგადოებასთან. ის წარმოადგენს ხიფათს. ის ჩვეულებრივი სულიერი ავადმყოფია, რომელიც უნდა იწვეს.

სააკაშვილის შეფასება, სავარაუდოდ, გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ თქვენ პოლიტიკურად გააქტიურდით, მაგრამ მე როგორც ვიცი, თქვენ პოლიტიკაში გიორგის ტრაგედიამდეც ჩართული იყავით.

რაც თავი მახსოვს, მთელი ცხოვრება სულ პოლიტიკაში ვარ და ამა თუ იმ ფორმით სულ ვიღებ მონაწილეობას. ეს ტრაგედია, რა შუაშია. ამ ტრაგედიამდე დიდი ხნით ადრე პარტია დავაფუძნეთ მეგობრებმა. გიორგის ამ უბედურებამ მომსპო და გამანადგურა, თორემ ახლა ვიქნებოდი ძალიან აქტიურ ფაზაში. ცოტა ხანში შევუერთდები ისევ ჩემს მეგობრებს და გავაგრძელებთ აქტიურობას.

არჩევნებში მონაწილეობას გეგმავთ?

მაჟორიტარობა და ასეთი სისულეები, რასაც „მთავარი არხი“ ავრცელებს, ამაზე ერთი სიტყვაც არ თქმულა. რა მემაჟორიტარებოდა და ვის ჰქონდა ამის ნერვები, რომ ამაზე ესაუბრა. პარტია აქტიური იქნება, მაგრამ რა ამპლუაში ვიქნები მე, ეგ ჯერ არ ვიცი.

ელისო კილაძე ერთ-ერთ „ოქრის მოწმის“ ფოტოგრამ იაკობ ბრეგვაძეზე ამბობს, რომ ის სუს-ის აგენტია. თქვენ ერთ-ერთი ხართ, მათ შორის, რომელიც საქმეს კარგად იცნობთ, რამდენად დაგრჩათ შთაბეჭდილება, რომ კილაძე შეიძლება მართალს ამბობდეს?

ელისო კილაძე არის „ქალი ბოტასა“. რაც მან გააკეთა გვარამიას შოუში, მას მერე „ბოტასა“ ჰქვია. ფარცხალაძე ხომ გახსოვთ „ბოტასა“. ყველა ხელისუფლებას ჰყავს თავისი „ბოტასა“ და კილაძე არის „ქალი ბოტასა“. თურმე საქმეში თეთრი ბოტასები აღმოაჩინა, რომ ვითომ გამოძიებიდან ჩუმად წამოვიღე და ხელწერილიც დავწერე. თურმე ის ბოტასები მაქვს წამოღებული ბავშვის პოვნამდე ერთი დღით ადრე. ამას რომ ადამიანი იტყვის, იმაზე რა კომენტარი უნდა გააკეთო.

საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ამბობს, რომ ღამით ნიახურს კრეფდა გზიდან და სავალი ნაწილიდან გადაიტანა. ასეთი უჩვეულო ჩვენებაც არსებობს საქმეში.

არ ვიცი რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამ ჩვენებაზე, რომ ნიახურს არ კრეფდა და კრეფთა „პეტრუშკას“? ჩვენებას კაცი ძალად ვერ მიაცემინებ. რაც უნდოდა, ის თქვა, არ ვიცი, მეტი რა უნდა ვთქვა.

ძალიან ბევრი კითხვა არის მოტივთან დაკავშირებით, რატომ სდიეს ბოლომდე გიორგის?

ამაზე გამოძიება მუშაობს. სანამ გამოძიება მიმდინარეობს, მოტივთან დაკავშირებით არაფერს ვიტყვი.

 

“ვინ გაეკიდა ისიც ვიცი, რამდენი იყვნენ ისიც ვიცი და ციხიდან, რომ არ გამოვახედებ ისიც ვიცი” – მირიან ნიკოლაძე

„გამომძიებელო „ბაწრო“, გააგრძელებ მუცლით მეზღაპრეობას და ბავშვები დაგცინებენ“ – შაქარაშვილის ბიძა ნიკა გვარამიას პასუხობს

“გიორგი მოკლულია” – შაქარაშვილის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები