ცნობილი ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი გვიყვება იმის შესახებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი წლევანდელი 21 დეკემბერი. ის ასევე ახალი წლის შეხვედრის რიტუალის შესახებაც გვაწვდის ინფორმაციას ინტერვიუში, რომელიც fortuna.ge-მ მასთან ექსკლუზიურად ჩაწერა.
რით არის აღსანიშნავი წლევანდელი 21 დეკემბერი?
მიხეილ ცაგარელი:
21 დეკემბერს ხდება მოვლენა, რომელიც 2000-3000 წელიწადში ერთხელ ხდება, იხსნება ზეციური კარიბჭე, ანუ ხდება კვანტური გადასვლა ახალ ვიბრაციულ მუხტზე. კაცობრიობა აქამდე გარკვეულ სიხშირეებზე ცხოვრობდა. არსებობს სიხშირეების ველი, შკალა, რომელიც იზომება და აქამდე იყო 20 ჰერცი, ბოლო პერიოდში აიწია 30 ჰერცამდე, 21 დეკემბერს კი მიაღწევს 41 ჰერცს.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანების სხვადასხვა თვისება გარკვეულ სიხშირულ მონაცემს შეიცავს, მაგალითად, შიში – 0,2 ჰერცს, ბრაზი – 0,6-3,3-მდე, გადამეტებელი სიამაყე – 3.1 ჰერცს, დიდსულოვნება – 95 ჰერცს შეიცავს, ხოლო მადლიერება – 45-ს, თანაგრძნობის უნარი – 150-ს, სიყვარული კიდევ უფრო ზევით ადის. პოზიტიური ხასიათის შტრიხები და თვისებები მოგვცემს საშუალებას, ვიყოთ წარმატებულები, ადამიანები, ვისაც მართავს წყენა, სიბრაზე და შიში, ამ გადასვლას ცუდად გადაიტანენ. მართალია, სამყარო დაეხმარება, რომ ეს სიხშირე მაქსიმალურად ასწიოს, მაგრამ ყველა ამას ვერ მოერევა. პანდემიაც არ არის შემთხვევითი. სამყაროში ხდება გადატვირთვა, რომელიც დიდი ხანია დაიწყო. მისი პირველი მაჩვენებელი 2000-იანი წლებიდან ინდიგო ბავშვები შემოვიდნენ, მათ უფრო სუფთა ენერგია აქვთ. 2012 წლის 21 დეკემბერი მეორე ეტაპი იყო, რომელიც ბევრს სამყაროს დასასრული ეგონა, მაგრამ სინამდვილეში პოლუსების ენერგია გადანაწილდა, ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებმა შეიცვალეს ადგილმდებარეობა, ამან გამოიწვია ბევრი სახის პრობლემა, რომელიც დღემდე გრძელდება. 2020 წლის 21 დეკემბერს გვექნება ამისი პიკი. დედამიწას გადავყავართ სიხშირის მეუთე განზომილებაში. გადატვირთვის შემდეგ ჩვენ ძველებურად ვერ ვიცხოვრებთ, წინა პლანზე უნდა წამოიწიოს კეთილშობილებამ, სიყვარულმა და თანაგრძნობის უნარმა. ჩვენ ვნახეთ, რამდენი ადამიანი წაიყვანა პანდემიამ ამ ქვეყნიდან, ეს ის ადამიანები იყვნენ, რომელთაც ეს გადასვლა ვერ გადაიტანეს. 21 დეკემბერს შეიძლება ზოგიერთმა იხილოს საოცარი სიზმრები, ზოგს გაეხსნას ნათელხილვის უნარი. მთავარია, არ შეიქმნას პანიკა და მშვიდად უნდა შევხვდეთ ამ თარიღს. შესაძლოა, ზოგმა სხივური ნათება დაინახოს, რომელიც 21 დეკემბერს მოხდება. ამ დღეს მზე გადადის თხის რქის ზოდიაქოში და აღწევს ყველაზე დაბალ წერტილს თავისი განვითარებისა, ხდება ძველი მზის კვდომა და ახლის დაბადება, ამას უწოდებდნენ ნათელის გამარჯვებას ბნელზე და ახალ წელს ამ დღეს აღნიშნავდნენ. 31 დეკემბერს არ აღნიშნავდნენ.
21 დეკემბერს ასევე ხდება ორი დიდი პლანეტის, სატურნისა და იუპიტერის შეერთება, რაც იშვიათი მოვლენაა, ერთმანეთს 20 წელიწადში ერთხელ ხვდებიან, ეს ორი პლანეტა გადაინაცვლებს მერწყულის ზოდიაქოში, საიდანაც დაიწყება კაცობრიობის განვითარების ახალი ერა. ახლა ეს ორი პლანეტა ერთმანეთს შეხვდება მერწყულში, ტყუპებში და შემდგომ სასწორში. ჰაერის სტიქია მოდის წინა პლანზე და იწყება ახალი, 60-წლიანი სატურნისეული განვითარების ციკლი, რაც უნდა უკავშირდებოდეს დემოკრატიული საწყისების განვითარებას, თანასწორუფლებიანობას და ბევრ სასიკეთო ტენდენციას. ადამიანები ძველი გზებით ვეღარ ივლიან. ადამიანები მიდიოდნენ ბოღმის, შურის, წყენის გზით და მთავარი გახდა ფული და არა სხვა რამ.
2021 წელი რთული იქნება მათ შორის ფინანსური და ეკონომიკური კუთხითაც. ზოგიერთი ქვეყნის ეკონომიკა შეიძლება ჩამოიშალოს, ზოგი ელექტროფულზეც გადავა. შემდეგი წელიწადი არ არის მსუბუქი, თუმცა არ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც იყო 2020. 2021 წლის მეორე ნახევარი უფრო უკეთესი იქნება და მისცემს ქვეყნებს საშუალებას, იყოს სტაბილურობა პანდემიის და სხვა კუთხით. 2022 წელს ეკონომიკური აღორძინება დაიწყება, თუმცა გადატვირთვა, რომელიც ახლა ხდება, სულიერი და მენტალური, დაახლოებით ოთხი წელი გაგრძელდება და 2025 წელს დასრულდება. იქნება დიდი ბრძოლა გლობალისტებსა და ანტიგლობალისტებს შორის. ახლა ცაზე შეიძლება ითქვას, დიდი დაპირისპირებაა. ბევრი უარყოფითი ენერგიაა. ბოლო ხანს ნაცრისფერ უცხოპლანეტელთა ჯგუფები მართავდნენ ჩვენს სამყაროს და ისინი იწვევდნენ ომებს, მკვლელობებს, ქურდობებსა და სხვა ნეგატივს. ახლა დადგა გადატვირთვის დრო. ახლა მოაწყდნენ ჩვენს მზის სისტემის ზონას ნათელი კოსმიური ენერგიები და იწყება სერიოზული დაპირისპირება შავ და თეთრ ძალებს შორის, რაც ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდება 2025 წელს. ჩვენც თუ შევუწყობთ ხელს ნათელი ენერგიის გაზრდას, კარგი იქნება.
პანდემიის დასრულებას 2021 წლის მეორე ნახევრიდან ვარაუდობთ?
სადღაც მაისის ბოლოდან დაიწყება პანდემიის შესუსტება. ეს არის თავს მოხვეული ჩვენთვის. სხვათა შორის, ძალიან მსუბუქი ვირუსია და ვერ მოვა ვერც ქათმის და ვერც ღორის გრიპთან. ყოველ თვე ონკოლოგიური დაავადებებით იღუპებიან მთელ მსოფლიოში და ამას ყოველ დღე ვინმე გეუბნებათ ტელევიზიიდან? ეს არის მართვადი პროცესი, რომლის შედეგადაც ადამიანთა შორის უნდა გაჩნდეს ბრაზი, შიში, წყენა, ანუ დაბალი ვიბრაციები, რითაც უცხოპლანეტელთა ნაცრისფერი ენერგიები იკვებებიან. მათი წარმომადგენლები არიან მასონები, მათ შორის ბილ გეიტსი და ელონ მასკი. მათ ხელშია ბევრი რამ და მოაწყვეს მთელი ეს ამბავი. ვფიქრობ, ნელ-ნელა, დადებითი ენერგიების გაძლიერებასთან ერთად, ეს პროცესებიც დასრულდება.
თქვენი აზრით, 2020-მა წელმა რაიმე ასწავლა ადამიანებს?
ხვევნა-კოცნა აღარ არის იმ რაოდენობით, პირადი ჰიგიენის ელემენტებმა წამოიწია წინ, ადამიანებს შორის შიშის სინდრომი გაძლიერდა. ჩვენმა ერმა რამე ისწავლა-მეთქი, რომ ვთქვა, ეს ტყუილი იქნება. მაჩანჩალები ვართ და ვიქნებით. ყველა ისე გვიყენებს, როგორც უნდა. ჩვენმა ერმა არაფერი განსაკუთრებული არ ისწავლა. ერთი სული აქვთ, როდის გაიკეთებენ ვაქცინას და მიჰყვებიან ისევ ქეიფსა და ღრეობას. ჩვენ ამ მხრივ ნაკლებად წავიწევთ წინა პლანზე. თუმცა ნელ-ნელა გადასვლა ახალ ვიბრაციულ მუხტზე აუცილებლად შექმნის საჭიროებას ცვლილებებისთვის. 2025 წელს საქართველო ისეთი აღარ იქნება, როგორიც ახლაა.
21 დეკემბერს დგება ახალი წელიო, გვითხარით… ბოლო–ბოლო როდის უნდა აღინიშნოს?
31 დეკემბერი საიდან მოიტანეს, ჩვენთვის გაუგებარია. 21 დეკემბერი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. სხვათა შორის, მე მქონდა ინიციატივა, რომ 21-ში შეგვიძლია ძველს დავემშვიდობოთ და ახალი 25 დეკემბერს აღვნიშნოთ. 25 დეკემბერს დაიბადნენ ყველაზე დიდი სულიერი ოსტატები და კოსმოსიდან მოდის ყველაზე ძლიერი და ნათელი ენერგია.
როგორ უნდა შევხვდეთ ხარის წელიწადს?
რიტუალები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი წლის მასპინძლის კეთილგანწყობა დავიმსახუროთ. 2021 წლის 11 თებერვალს იწყება ხარის წელიწადი. თუკი აღნიშნავთ ახალ წელს 31 დეკემბერს, 11 თებერვალიც არ უნდა დაგავიწყდეთ. 31 დეკემბერს ვირთხისა და ხარის სიმბოლოები, მათი ფიგურების წინ უნდა დაიდოს ყველი და თხილი, ვირთხის, ხოლო მწვანილი – ხარის სიმბოლოებთან. 2021 წელი არის ლითონის სტიქიის თეთრი ხარის წელიწადი, მთავარი ფერებია თეთრი, ვერცხლისფერი, ნაცრისფერი, შემდგომ მოდის წითელი, შავი, ოქროსფერი, ლურჯი. კარგი იქნება, სუფრაზე იყოს წარმოდგენილი ლითონის ჭურჭელი. ამ წლის რიცხვია 5, ამიტომაც კარგი იქნება, თუკი ახალ წლამდე დაანთებთ ხუთ თეთრ სანთელს და ჩაუთქვამთ სურვილებს. ხარი კონსერვატიული ნიშანია, ამიტომაც სუფრაზე უნდა იდოს ტრადიციული კერძები. ასევე ამ სუფრაზე შეიძლება იდოს ეგზოტიკური კერძებიც. სუფრაზე არ უნდა იდოს ძროხის ხორცი, რომ მასპინძელი ხარი არ გავანაწყენოთ. კარგი იქნება, თუკი თეფშების ქვეშ ორლარიან ან ერთლარიან მონეტებს დადებთ, ახალი წლის შემდეგ ისინი საფულეში მოათავსეთ, რომ ბარაქა მოიზიდოთ. მეკვლე უნდა იყოს სანდო და ერთგული ადამიანი, რომელიც თქვენს ოჯახში შემოიტანს ყველის ნაჭერს, თხილს, ლითონის ნებისმიერი ნომინალის ხუთ მონეტას და მწვანილს. ახალი წლის დადგომისთანავე კარგი იქნება, ხარის გამოსახულებიან ყულაბაში ჩაყაროთ ნებისმიერი ნომინალის ხუთ მონეტას. ახალი წლის დადგომისთანავე სამზარეულოში გოგლის თესლები მიმოაბნიეთ და დატოვეთ დილამდე. გოგრა მოხარშეთ და მიირთვით. ახალი წელი უნდა გაატაროთ რაც შეიძლება პოზიტიურად.
ინტერვიუ: ნინო მურღულია