LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც არ უნდა ჩაიდინონ, საერთოდ არ მეშინია ამათი: მიხეილ სააკაშვილი

267
a4f9cd23eb3c5264c37dca61222d678e

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს.

წერილში მესამე პრეზიდენტი მხარდამჭერებს ერთიანობისკენ და გადამწყვეტი შეტევისკენ მომზადებისკენ მოუწოდებს.

“რაც არ უნდა ჩაიდინონ, საერთოდ არ მეშინია ამათი. პირიქით, ჩემი ბრძოლის ხალისი და გამარჯვების რწმენა იზრდება.

ჩემზე არ ინერვიულოთ! ახლა მთავარია ერთიანობა და გადამწყვეტი შეტევისთვის მომზადება. ამ შეტევის დროც სულ მალე დადგება.

მე რაც შემეხება, სულ მალე მოვიშუშებ გორის “რეაბილიტაციისას” მიღებულ ტრამვებს და კიდევ უფრო დიდი ენერგიით ჩავდგები მწყობრში, თუმცა ახლაც ძალიან მხნედ და ოპტიმისტურად ვარ!” – წერს მიხეილ სააკაშვილი

 

პოპულარულები