LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც ვნახე, არ დავიჯერე – რა ხდებოდა ტრანსპორტში, მაღაზიებში, ეს ხომ საშინელებაა! ახლა ნახეთ ვირუსის აფეთქება! – გიორგი ფხაკაძე

1411
befunky-collage-2020-11-20-12-31-24-208249-2020-11-22-06-07-11-913892

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე საქართველოში შეზრუდვების ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე არსებულ სიტუაციას ეხმაურება და ამბობს, რომ ის, რაც გუშინ სავაჭრო ცენტრებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხდებოდა, დაუშვებელია. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

“დღეს რაც ვნახე, არ დავიჯერე. რა ხდებოდა ტრანსპორტში, მაღაზიებში, ეს ხომ საშინელებაა! პრემიერ-მინისტრი უნდა გამოსულიყო და ეთქვა, დღეიდან, ორ საათში ყველაფერს ვკეტავო. ეს „შავი პარასკევი“ საქართველოს ისტორიაში იქნება ნამდვილად შავი პარასკევი.

"დაუჯერებელი ამბავი ხდება ტრანსპორტში. ღია კარებით დადიან და შიგნით ჭყლეტაა"

სოციალურ ქსელში ვრცელდება უამრავი ფოტო და ვიდეო, რომელიც დედაქალაში არსებულ მდგომარეობას ასახავს.

ამ დაგეგმარების მიხედვით, სიტუაცია ორი კვირის მერე უნდა ჩამცხრალიყო, დღევანდელი მდგომარეობით, ახალი წელი გვექნება შავი, არც წითელი და არც თეთრი, რატომ ვაკეთებთ ამას, ვერ გავიგე და გამაგებინეთ… რა ბიზნესი და რა ტურიზმი, მიხედეთ ჯანმრთელობას! თუ გეყოლება ჯანმრთელი მოსახლეობა, ბიზნესიც გექნება და ქვეყანას ააშენებ“, – განაცხადა ფხაკაძემ.

ამასთან ფხაკაძე განმარტავს, რომ შეზღუდვები დაგვიანებულია.

შეზღუდვები ძალაშია: დღეიდან გადაადგილება 21:00 საათიდან აიკრძალება

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში: ნახეთ სია სრულად

„ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ ვარ, ჩვენმა ქვეყანამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, მგონი, ერთადერთი ვარ, ვინც ამას ვამბობ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, ჩვენ საქმე გვაქვს ვირუსთან, რომელიც არის უჭკუო და ჩვენ ჭკვიანი ხალხი ვერ ვებრძვით ამ ვირუსს. საუბარი არის, რომ პირბადეს არ ვიკეთებთ, 2-მეტრიან დისტანციას არ ვიცავთ, ხელებს არ ვიბანთ. შეხედეთ, დღეს რა ხდებოდა მეტროში და მაღაზიებში, სიტყვები არ მყოფნის! ახლა ნახეთ ვირუსის აფეთქება! შეზღუდვები ხომ იქნება, 2 კვირაში ნახავთ რა აფეთქება იქნება ქვეყანაში. ვამბობდი, რომ 24 აგვისტოდან ჩვენ ვირუსი გაგვექცა, სექტემბრის დასაწყისში უნდა შემოღებულიყო ის ზომები, რომელიც ახლა არის შემოღებული, დააგვიანეს. ვირუსი გაქცეულია, ეს არ არის აფეთქება, ამას უკვე აფეთქებაც არ ქვია.

საქართველო იქნება მაგალითი იმისა, რომ ყველაზე რთულად გამოვა კოვიდიდან. ტურიზმი დაივიწყეთ! მშენებლობა, ბიზნესი დაივიწყეთ, ყველაფერი დაგენგრევათ! ჩვენ მივიღებთ განადგურებულ ჯანდაცვის სისტემას და განადგურებულ ეკონომიკას.”- განაცხადა ფხაკაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები