ბაზარზე გენეტიკურად ქართული წარმომავლობის კიდევ ერთი პროდუქტი გაიყიდება. გემოვანი ვაშლის ძმარი, რომელიც ”მზეთამზეს” ბრენდის ქვეშ იწარმოება, სარეალიზაციო ქსელში დღეიდან გამოჩნდა. როგორც ”ფორტუნას” ”ქართული ხორბლის პური-მზეთამზეს” დამფუძნებელმა ირაკლი ჩავლეშვილმა განუცხადა, აღნიშნული პროდუქცია მისი კომპანიის დაკვეთით რაჭაში დამზადდა.

”დავუკავშირდით რაჭაში მცხოვრებ პაპუნა სირბილაძეს, რომელმაც ქართული ტრადიციული მეთოდებით, ქვევრში დაამზადა ვაშლის ძმარი. ეს არის აბსოლუტურად სუფთა პროდუქტი. პროექტ ”გემოვანის” მთავარი მიზანიც სწორედ ის არის, რომ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ფერმერები გააერთიანოს- ისინი, ვინც გენეტიკურად ქართულ პროდუქტს აწარმოებენ”, – აღნიშნა ჩავლეშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ვაშლის ძმარი უებარი სამკურნალო საშუალებაა. იგი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ თითქმის ყველა მინერალურ ნივთიერებასა და მიკროელემენტს. იგი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ამაღლებს სისხლის შედედების უნარს, არეგულირებს ნორმალურ მენსტრუალურ ციკლს, აჯანსაღებს სისხლძარღვებს, ხელს უწყობს სისხლის წითელი ბურთულების წარმოქმნას. როგორც ირაკლი ჩავლეშვილი ამბობს, ძმრის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსება კალიუმის მაღალი შემცველობაა, ის აუცილებელია ენერგიის გამომუშავებისათვის, ასევე ნერვული სისტემის დასამშვიდებლად. არის ბუნებრივი ანტისეპტიკი, კლავს მიკრობებს და ხელს უშლის ლპობის პროცესს.

ამასთან, ”ქართული ხორბლის პური-მზეთამზეს” დამფუძნებელის ინფორმაციითვე, კომპანია უახლოეს პერიოდში საკუთარ მომხმარებელს ასევე ტრადიცული მეთოდებით დამზადებულ ფქვილს, ქატოს, საფანელსა და ჩაის შესთავაზებს. ამ პროდუქციაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

შეგახსენებთ, პირველი პროდუქტი, რომელიც ”გემოვანის” პროექტის ფაგლებში შეიქმნა ”მზეთამზეს” უსაფუარო პურია, რომელიც თბილისის მასშტაბით რამდენიმე სავაჭრო ქსელში იყიდება. მათ შორის, მაღაზიებში: ”პანინო” და „კერია“, ასევე ”გუდვილისა” და ”სმარტის” ქსელებში.

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05