LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რამდენჯერ უნდა განმიახლდეს, რამდენს უნდა გავუძლო.. საიდან სად ჩამოვიდა ოჯახი, რომ დაესვენა – სამი პატარა, ახალგაზრდები, მეგობრები, და-ძმები.. ბავშვები.. სეირნობ შენთვის წყნარად, მშვიდად, ბედნიერი და უცებ, ერთ წამში..“ – ლევან კბილაშვილის დედა შოვის ტრაგედიაზე

1081
Untitled design (11)

რაჭაში მომხდარ ტრაგედიას, რომლის დროსაც, ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით 21 ადამის სიცოცხლე ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება, მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„რამდენჯერ შეიძლება მომიკვდეს ? რამდენჯერ უნდა განმიახლდეს ? რამდენს უნდა გავუძლო?ვეღარ გავიგე ვინ უფრო ცოდოა, წამსვლელი, თუ აქ ვინც ვრჩებით. არადა მართლა საკითხავია სიცოცხლე ღირს თუ სიკვდილი ? – გააჩნია რა შემთხვევაში – საიდან სად ჩამოვიდა ოჯახი რომ დაესვენა ღმერთო – სამი პატარა ??? ახალგაზრდები, მეგობრები, და-ძმები…ბავშვები…ბავშვები…?

ზიხარ, დგახარ, სეირნობ შენთვის წყნარად, მშვიდად, ბედნიერი და უცებ, ერთ წამში… იყო და არა იყო რა… ზღაპარივით ჩაირაკრაკა ამ ამბავმა, საზარელმა ამბავმა ???

ცხოვრება გრძელდება….ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება… ისინი, ვისაც ასე უხაროდა სიცოცხლე? ვისთვისაც ახლა იწყებოდა ბედნიერი მომავალი? ვისაც უამრავი ოცნება დარჩა აუსრულებელი ??? და რაც მთავარია მხოლოდ პირობითად “ცოცხლად” დარჩენილი ოჯახის წევრები?????

არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!!!! გამოსავალი ???    –

 

რამდენჯერ შეიძლება მომიკვდეს?რამდენჯერ უნდა განმიახლდეს?რამდენს უნდა გავუძლო?ვეღარ გავიგე ვინ უფრო ცოდოა, წამსვლელი, თუ…

Posted by Melita Purceladze on Saturday, 5 August 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g