ჩეჩნეთის მეთაური, რამზან კადიროვი უკრაინის ქალაქ ივანკოვში იმყოფება. “უნიანის” ცნობით, ანტონ გერაშენკო „ტელეგრამის“ საშუალებით ავრცელებს.
„კადიროვი უკრაინაშია, ის სარდაფში ზის“, – წერს გერაშჩენკო თავის „ტელეგრამ“ არხზე.
„ჩვენ ხომ ასე არ შევთანხმებულვართ, რამზან. შენ ხომ არ უნდა იჯდე შორეულ ივანკოვში, სადღაც სარდაფში. ჩაჯექი ტანკში – წადი შტურმით კიევზე“, – აღნიშნა გერაშენკომ.
როგორც მედია წერს, ამ წუთისთვის კადიროვის უკრაინაში ყოფნა ოფიციალურად არ დასტურდება.