LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ ემართება ყველას კოვიდი? – გიორგი ღოღობერიძე განმარტავს

8338
cxcxcx-2020-11-21-11-34-47-312998

ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი გიორგი ღოღობერიძე ფეისბუქზე გავრცელებული ლაივის მეშვეობით საზოგადოებაში გაჩენილ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ კითხვას პასუხობს.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის შესახებ ჯერ კიდევ არ არის ბევრი რამ დადასტურებულად ცნობილი, გიორგი ღოღობერიძე აცხადებს, რომ არის რამდენიმე ლოგიკური ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ემართება “კოვიდ 19” ყველას.

“ჯერ-ჯერობით, ყველაფერი არ ვიცით, მაგრამ არსებობს ლოგიკური ვერსიები და მივყვეთ მსჯელობით. არის რამდენიმე ვარიანტი.

  1. „კოვიდ 19“ რომ დაგვემართოს, აუცილებელია კონტაქტი გვქონდეს 15 წუთზე მეტხანს. ამ შემთხვევაში დაავდების გადაცემის რისკი იზრდება. თუ კონტაქტი 15 წუთზე ნაკლებია, შესაძლოა, კოვიდ-ინფექცია არ დაგვემართოს.
  2. დისტანცია – ჩვენს შორის მანძილი ორ მეტრზე ნაკლები უნდა იყოს.
  3. ვირუსის რაოდენობა – შეიძლება 15 წუთზე მეტხანს გვქონდა კონტაქტი, ორ მეტრზე ნაკლებ მანძილზე, მაგრამ რომ ჩავისუნთქეთ ეს ვირუსი, არ იყოს დიდი რაოდენობით. თუ ვირუსის რაოდენობა მცირეა, შესაძლოა, იმუნურმა სისტემამ ის ეგრევე გაანადგუროს.
  4. თანდაყოლოლი იმუნიტეტი – ჩვენ გვაქვს ორი სახის იმუნიტეტი – ადაპტაციური, როგორიცაა ანტისხეულები და მეორე თანდაყოლილი. თუ ისინი დროულად მოაგვარებენ პრობლემას, მაშინ საქმეში უკვე აღარ ჩაერთვება ადაპტაციური იმუნიტეტი.
  5. სწრაფი რეგენერაცია – დაფიქრდით, რატომ არის, რომ ბავშვებში ლამის 160-ჯერ ნაკლებია სიკვდილის ალბათობა კოვიდინფექციის დროს, ვიდრე მოხუცებში. იმიტომ, რომ ბავშვებს აქვთ ძალიან სწრაფი რეგენერაციის ანუ აღდგენის უნარი. ორგანიზმი ძალიან მალე ახარხებს დაზიანებული ქსოვილის აღდგენას. ინფიცირებული ხარ, მაგრამ დაავადება არ ვითარდება.
  6. რეცეპტორების უჩვეულო ტიპი – ვირუსი რომ შემოიჭრას შენს კარზე სჭირდება საკეტის გახსნა ანუ რეცეპტორი. მაგრამ თუ შენ საკეტი შეცვალე ან თუ შენს სხეულს თავიდანვე ჰქონდა უჩვეულო საკეტი, ვირუსი ვერ შემოიჭრება ვერანაირად. ანუ ფაქტობრივად, თანდაყოლილი იმუნიტეტი, უჩვეულო რეცეპტორები გაქვს.
  7. ადრე მოხდილი კორონავირუსული დაავადება – თუ თქვენ უკვე გქონდათ მსგავსი კორონავირუსული ინფექცია გაციების სახით, შესაძლოა, იმდროინდელი ანტისხეულები ჯერ კიდევ გიცავდეთ.
  8. დამუხრუჭების სწრაფი უნარი – თუ ადამიანის ორგანიზმში D ვიტამინის საკმარისი რაოდენობაა.
  9. და ბოლოს, სწრაფი აღდგენა, ტოქსიკური ნაერთების სწრაფი მოშორება – ფიზიკურად აქტიურ პირებში ჩვენ კოვიდი თითქმის არ გვხდება ან ძალიან მსუბუქ ფორმაშია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g